Search site


namcxvrebi

16/06/2009 22:00

 
იმპერატორი

მასალა: 5 ც. კვერცხი, 3ს/კ.თაფლი, 4ს/კ.მაწონი, 1კგ. ფქვილი, 1კგ. შაქარი, 3 ც. მარგარინი, 1პ. მიწის თხილი, 1 პ. კაკაო და ვანილი, 1კგ. ვაშლი, 1ც. მოხარშული სგუშონი. ცომის მომზადება: ავიღოთ 7ჭ. ფქვილი+3ჭ. შაქარი++3ს/კ. თაფლი+4ს/კ მაწონი სოდასთან ერთად+5ც.კვერცხის გული+2პ. მარგარინი=კავაკეთოთ რბილი ცომი,შევდგათ მაცივარში 30 წთ...შემდეგ გვყოთ 3 ნაწილად და ცხიმ წასმულ ქაღალდზე გავიყვანოთ და გამოვაცხოთ. კრემი: 1პ.მარგარინი ამოვიყვანოთ კარგად და დავამატოთ ვანილი და სგუშონი. ბეზე:5ც. კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ კარგად 3ჭ. შაქართან ერთად და დავამატოთ 1კგ. ვაშლი გახეხილი. 1ფენას წავუსვათ კრემი, 2 ფენას ბეზე ყველა,3 ფენას კვლავ კრემი ,მიწის თხილი და მინანქარი.
   
 
 
 
 
სესილი

6კვერცხი, 2ჭ შაქარი, 4კოვზი თაფლი ან მურაბის წვენი, 100გრ კარაქი ან მარგარინი, 2ჩკ სოდა, ვანილი, 3სკ კაკაო, 5ჭ ფქვილი, ქიშმიში ნახევარი კოლოფი. გავაკეთოთ გოგლი მოგლი 6კვერცხით და ორი ჭიქა შაქარით,შევდგათ ორთქლზე თასით,დავუმატოთ თაფლი + კარაქი + სოდა + ვანილი, ვაცალოთ ცოტა ამოსვლა ორთქლზე + კაკაო + პ ფქვილი, შევზილოთ კარგად, ვაცალოთ 10 წთ. შემდეგ დავასხათ 1ჭ ფქვილ დაყრილ ჭურჭელზე და შევზილოთ. გავყოთ 5-6 ნაწილად და გამოვაცხოთ გაბრტყელებული ცალ–ცალკე. კრემი მოხარშული და ცივი ერთად+ქიშმიში, მივირთვათ გემრიელად ,ძალიან გემრიელი ნამცხვარია.
   
 

 
ატამი

6 კვერცხი, 1 ბანკა მაწონი, 400 გრამი მარგარინი, 1ჩ/კ სოდა. 5ჭ. შაქარი, ძმარი, ვანილი. ფქვილი, რასაც შეიზელს გამოვაცხოთ გუნდები და დავაწეპოთ პავიდლოთი. შემდეგ ამოვავლოთ წითელ და ყვითელ ფერში .მოვაყაროთ შაქარი. გემრიელად მიირთვით.
   
 
 
 
 
მიკი

10 კვერცხი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ჭიქა ნახევარი ფქვილი, 1 ჭიქა ნახევარი შაქარი, ვანილი, სოდა ძმრით, 2 მოხარშული სგუშონი, 200 გრამი კარაქი. ავიღებთ 10 კვერცხის ცილას, გავაკეთებთ კარგ ბეზეს, დავამატებთ შაქარს, ვთქვიფავთ კიდევ კარგად, დავამატებთ თაფლს, ვანილს, სოდა ძმრით და ბოლოს ფქვილი. ელექტრო ღუმელს გავაცხელებთ კარგად 250-300 გრადუსამდე. ცხიმწასმულ ჟარუნაზე ანუ ცხიმში იგულისხმება ზეთი , დავასხამთ ზუსტად ორად გაყოფილ ცომის ნახევარს. ანუ ვასხამთ მთლიანი მასის ნახევარს და ვაცხობთ. ორივე ფირფიტა რომ გაცივდება კარგად, ამ დროს ვთქვიფავთ კარგად კარაქს, ვამატებთ ვანილს და ბოლოს ორივე სგუშონს ნელ–ნელა უსვამთ ფირფიტებს კარგად, ცოტას ზევიდან და მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი ან მინანქარი მოვასხათ.
   
 

 
პრეზიდენტი

ცომი: 4 კვერცხის გული, 1 ჭიქა შაქარი, 100 გრ გამდნარი კარაქი, 1 ჭიქა მაწონი, 1 კოვზი სოდა, 4 ჭიქა ფქვილი. გამოვაცხოთ 2 ნაწილად. ბეზე: 4 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ, დავუმატოთ 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, კარგად ავთქვიფოთ და გამოვაცხოთ 3 წთ–ის განმავლობაში. კრემი: 200 გრ კარაქი ავთქვიფოთ, შევურიოთ 2 ცალი სგუშონი (უმი)+1 ჭიქა გათლილი ნიგოზი. 1 ფენა+კრემი+ბეზე+კრემი+2ფენა+კრემი და ბოლოს დავახეხოთ შოკოლადი.
   
 

 
კიკიმორე

ცომი. 8 კვერცხი, 1,5 ჭიქა შაქარი, 100 გრ კარაქი, 2 ჭიქა არაჟანი, 1 ჩ/კ სოდა, 2 ჭიქა ფქვილი. დავასხათ კალკიან ჟარუნაზე და გამოვაცხოთ. როცა მზად იქნება დავახეხოთ რომელიმე ხილი (მარწყვი, ვაშლი, ატამი და ა.შ.) და მოვაყაროთ გათლილი ნიგოზი. როცა გაცივდება წავუსვათ კრემი. (0,5 ჭიქა რძე, 3/4 შაქარი, 0,5 ჭიქა ფვილი წამოვადუღოთ და გავაცივოთ, შემდეგ შევათქვიფოთ 150 გრ კარაქი და ვანილი). ბოლოს მოვასხათ შოკოლადი.
   
 
 
  
იდეალი

3 კვერცხი, 1-1/2 ჭიქა შაქარი, 3 კოვზი თაფლი, 1ჭიქა გატარებული ნიგოზი, სოდა, ძმარი, ვანილი, 100გრ. მარგარინი, 4 ჭიქა ფქვილი, გამოვაცხოთ 2 ფენად. კრემი: 1 სგუშონი მოხარშული, 100გრ. კარაქი და 1ჭიქა გატარებული ნიგოზი.
   
 
 


 
ქიშმიშის ნამცხვარი

3კვერცხი, 2 ჭიქა შაქარი, ავთქვიფოთ კარგად, 300გ ქიშმიში ჩავალბოთ 2ჭ თბილ რძეში 30-წთ-ით. ამოვწუროთ და გავატაროთ მანქანაში. გოგლი- მოგლში დავამატოთ 2ჩ/კ სოდა ძმრით, ვანილი, კაკაო, გატარებული ქიშმიში და დარჩენილი რძე და 4ჩ/ჭ ფქვილი. ეს მასა დავასხათ ცხიმ წასმულ ჟარუნაზე და გამოვაცხოთ ორ ფენად. კრემი: 1ქილა მოხარშული სგუშონი, 200გრ მარგარინი და 3ს/კ ხსნადი ყავა, ზემოდან მოვასხათ მინანქარი.
 

 
ოქროს გასაღები

გავაკეთოთ3 კვერცხისა და 1 ჩ/ჭ.შაქრის გოგლიმოგლი.დავამატოთ 1 ქილა მაწონი,1 ჩ/კ. სოდა-ძმრით,1 ქილა მოხარშული სგუშონი,ვანილი, 2,5ჩ/ჭ ფქვილი.გავყოთ ორ ნაწილად და გამოვაცხოთ. კრემი:ავთქვიფოთ 1 ცალი კარაქი გათეთრებამდე,დავამატოთ 1 ქილა მოხარშული სგუშონი და ვანილი. წავუსვათ ნამცხვარს და ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი(უხდება შოკოლადის მინანქარი:0,5 ჩ/ჭ შაქარი,2-3 ს/კ რძე ,ცოტა ცხიმი.წამოვადუღოთ ნელ ცეცხლზე და შეგრილებული მოვასხათ თავზე)
   
 
 
 
გენერლის კაპრიზი

ცომი: 8 კვერცხი 2 ჭ. შაქარი 2 ქილა არაჟანი 2 ჭ. და 2 ს.კოვზი ფქვილი სოდა, ვანილი 3 ს.კ. კაკაო. კრემი: 1 ყუთი შესქელებული რძე 200 გრ. კარაქი 1 ქილა არაჟანი ,1/2 ჭ. ნიგოზი 1/2 ჭ. ქიშმიში 4 კვერცხის გულისა და ერთი ჭ. შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ ერთი ქილა სოდიან ძმრიანი არაჟანი, ვანილი, ერთი ჭ. და 1 ს. კ. ფქვილი, ვასხავთ ცხიმწასმულ ცხელ ჟარუნაზე, ან ტორტის ქვაბში. მალე ცხვება. მეორე ფენაც იგივე, ოღონდ ვამატებთ კაკაოს. გამომცხვარი ნამცხვარი მაშინვე უნდა გადმოვიღოთ ფიცარზე. კრემი: 1 ცალი მოხარშული სგუშონს დავუმატოთ 200 გრ. კარაქი, 1 ქილა არაჟანი, დაჭრილი ნიგოზი, ქიშმიში და ვანილი. მინანქარი: 1 ჭ შაქარი, + 1 ს/კ კაკაო + 2 ს.კ. რძე + 50 გრამი კარაქი და ვანილი . გადმოვადუღოთ და ზემოდან მოვასხათ. მორჩენილი კვერცხის ცილისაგან შეიძლება გამოვაცხოთ ბეზე და ბისკვიტებს შორის მოვათავსოთ. გემრიელად მიირთვით. 
   
 

 
ბათუმური

5 ცალი კვერცხი კარგად ავთქვიფოდ, დავუმატოთ 3 ჭიქა შაქარი, 4ჭ ფქვილი, 200გრ გამდნარი კარაქი, 0,5 ლ მაწონი ან არაჟანი, 3-4 ჩკ ნესკაფე და საშუალოდ დაჭრილი ნახევარი ჭიქა ნიგოზი, დავუმატოთ 1სკ სოდა ძმრით და ბოლოს ვანილი გემოვნებით... მიღებული მასა გავყოთ ორად და გამოვაცხოთ. ორივე ნამცხვარი კონიაკით ან შოკოლადის ლიქიორით და აგრეთვე ჩაით დავნამოთ. კრემი: 200გრ კარაქი და სგუშონით ამოვიყვანოთ, დავუმატოთ 2-3 ჭ ნესკაფე და წავუსვათ დანამულ ნამცხვარს. ბოლოს გემოვნებით მოვაწყოთ ნიგოზი... 
   
 
 
 

 
ჩინური ფახლავა

მასალა:4 კვერცხი,300გრ.მარგარინი,2ს/კ მაიონეზი,1ჩ/ჭ მაწონი, ქიშმიში,ნიგოზი. კვერცხის გული ავთქვიფოთ დავამატოთ მაწონი,გამდნარი მარგარინი,მაიონეზი, ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი, გავყოთ 3 ნაწილად, 1 გავაბრტყელოთ და წინასწარ გამოვაცხოთ, მეორე ნაწილი ცომი გავაბრტყელოთ და დევაფინოთ ჟარუნაზე მერე წაუსვათ წინასწარ ათქვეფილი ბეზე (ნახევარი),მოვაყაროთ ქიშმიში და მოხალული ნიგოზი დავაფინოთ გამომცხვარი ფენა და გავიმეოროთ ისევ ისე ბოლოს დავაფინოთ მესამე ცომი და წაუსვათ კვერცხის გული რომელშიც არეული იქნება ცოტა მაიონეზი ან მაწონი და გამოვაცხოთ.
   
 

 
რულეტი

4 კვერცხი ავთქვიფოთ 1 ჭიქა შაქართან ერთად, დავამატოთ ცოტა მარილი და ვანილი, ისევ ავთქვიფოთ,შემდეგ დავამატოთ 1 ჭიქა ფქვილი და დავასხათ წინასწარ გაცხელებულ,ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ჟარუნაზე,შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ.როცა გამოცხვება გადმოვიღოთ სველ ტილოზე და გადავახვიოთ 2 წუთით ტილოსთან ერთად,შემდეგ წაუსვათ ნებისმიერი ხილის ჯემი,გადავახვიოთ და ზევიდან მოვაყაროთ შაქრის პუდრი.... ჯემის მაგივრად შეიძლება კრემის წასმა და ხილით გაფორმება.... ძალიან გემრიელია.
   
 
 

 
ბანანის რულეტი

4კვერცხის ცილის და შაქრისგან გავაკეთოთ ბეზე, დავუმატით 4კვერცხის ცილა, 1სკ თაფლი 1სკ სოდა და 1ჭიქა ფქვილი. დავასხათ კალკაზე და გამოვაცხოთ. გავაკეთოთ კრემი 200გრამი მარგარინი და ნახევარი ქილა სგუშონით. წავუსვათ კრემი გამომცხვარ ბისკვიტს და დავადოთ ერთი ბანანი. გადავახვიოთ და მზად არის. ზემოდან რულეტს წავუსვათ თავზე კრემი და დავაყაროთ ფერადი ქოქოსი.
   
 
 

 
თხილის რულეტი

2 ჭიქა ფქვილი,200გრ მარგარინი,200გრ მაწონი და დანით ერთმანეთში ავურევთ, ხელით ერთად მოვაგროვოთ მასა, გავყოთ 2 ნაწილად და მაცივარში გავაჩეროთ 1 საათი. გული: 1 ჭიქა შაქარი,1 ჭიქა გატარებული თხილი ვანილი ცოტა ლიქიორი გემოვნებით და მიხაკ-დარიჩინი. ოთხად გაყოფილი ცომი სათითაოდ გავაბრტყელოთ ,გული გავშალოთ მთლიან ცომზე და გადავახვიოთ რულეტივით .ამის მერე, შევდოთ ღუმელში ზევიდან რო დაიბრაწება უკვე მზად არის. ძალიან გემრიელია 
   
 
 

 
ძალიან გემრიელი ხაჭოს პეროგი

მასალა: 6 კვერცხი, 200 გ არაჟანი, 3 ჭ შაქარი, 500 გ ხაჭო, 200 გ კარაქი, ფქვილი, 2 ცალი ვაშლი. ხაჭოს გულსართი: 500 გ ხაჭო, 3 კვერცხის გული და 1 ჭიქა შაქარი კარგად ავურიოთ. ბეზე: 6 კვ ცილა + 1 ჭიქა შაქარი. 3 კვერცხის გული და 1 ჭიქა შაქარი აფთქვიფოთ + არაჟანი +1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით + გამდნარი კარაქი და ფქვილი (თვალის ზომით). ცომი უნდა იყოს რბილი, ისე, რომ ხელით გავაბრტყელოთ ფორმაზე. ზედ დავაწყოთ დაჭრილი ვაშლი ან გარგარი (2 ცალი) შევდგათ გამოსაცხობად, ცოტა ხნის შემდეგ წავუსვათ ხაჭო და ისევ შევდგათ ღუმელში. რომ გამოცხვება, წავუსვათ ათქვეფილი ბეზე და 5 წუთით კვლავ შევდგათ ღუმელში.
   
 
 

 
თოლია

7ც კვერცხის გული, 1,5ჭ შაქარი, 450გ გამდნარი მარგარინი, ვანილი, 1ჩ/კ სოდა-ძმრით, ფქვილი რამდენსაც შეიზელს(საშუალო სისქის მიღებამდე) გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ ჟარუნაზე და წავუსვათ ტყემლის ან ღოღნოშოს პოვიდლო. ბეზე: 7 კვერცხის ცილა, 1,5ჭ შაქარი, ვანილი. მოვრთოთ და შევდგათ ღუმელში ნელ ცეცხლზე. მინანქარი: 50გ მარგარინი. 0,5ჭ შაქარი,3 სუფრის კოვზი წყალი, 3 სუფრის კოვზი კაკაო.
   
 

 
ნამცხვარი

1 სუფრის კოვზი კაკაო, 2 სუფრის კოვზი სოდა, 5 კვერცხი, 15 სუფრის კოვზი ფქვილი, მარილი და ვანილი გემოვნებით. 9 სუფრის კოვზი შაქარი და 5 სნიკერსი. მომზადების წესი: შაქარით, კვერცხით, კაკაოთი, მარილით, ვანილით, ფქვილით და სოდით, ცომი მოვზილოთ და გამოვაცხოთ. შემდეგ ზევიდან მოვაკაროთ წვრილად დაჭრილი სნიკერსი. 
   
 
 

 
mariami

5 კვერცხის გული და 1/5 ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ 1 ჩ/ჭ მაწონი ან რძე, სოდა ძმრით და ფქვილი თვალის ზომით (ბლინის სისქე). გამოვაცხოთ ორ ფენად და დავნამოთ ბეზე: 5 კვერცხის ცილა ავთქვიფოდ, გასქელებამდე დავუმატოთ 2 ჩ/ჭ შაქარი ნელ–ნელა, დავდგათ ორთქლზე 10 წთ. თან ვურიოთ, დავასხათ ცხიმწასმულ ფქვილმოყრილ ტაფაზე და გამოვაცხოთ ნელ ცეცხლზე. კრემი:1 ქილა მოხარშული სგუშონი, 150 გრ. კარაქი, ვანილი და კონიაკი. ნამცხვარს ზემოდან მოვასხათ გლაზური. 
   
 

 
ჰერკულესის პეჩენია

შემადგენლობა: 1ჭ ფქვილი, 1/2სოდა, 200გრამი მარგარინი(დარბილებული) 1– 1/2ჭ შაქარი, 1კვერცხი, 1/2ჭ ნიგოზი და ქიშმიში, 3ჭ ჰერკულესი, ვანილი და დარიჩინი. მომზადება: ღუმელი გავათბოთ საშუალო ტემპერატურაზე .ფქვილს შევურიოთ სოდა და გადავდოთ. ავთქვიფოთ მარგარინი, შაქარი, კვერცხი, ვანილი. ვურიოთ სანამ კრემისებრივი მასა არ გახდება, შემდეგ ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი, ნიგოზი, ქიშმიში, დარიჩინი და თითო-თითო ჰერკულესი. კარგად ავთქვიფოთ. დავაწყოთ ჰაერ ღუმელის ტაფაზე, თითო ჩაის კოვზი შორი-შორს. ირგვლივ რომ დაიბრაწება გამოვიღოთ და ბადეზე დავაწყოთ. P.S.შეგიძლიათ ქოქოსის ფხვნილიც შეურიოთ.
   
 
 
 
 

 
ლაკონკა

მასალა: 6 კვერცხი, კარაქი, 600გრ. მაწონი, 600გრ. შაქარი, 300გრ. ფქვილი, ვანილი, 3ს/კ ზეთი, 4ს/კ კაკაო. კრემი: 1სგუშონი და 200გრ კარაქი. მომზადების წესი: 2 კვერცხის და 200გრ. შაქრის გოგლი–მოგლს დავუმატოთ 200გრ. მაწონი სოდით, ერთი სუფრის კოვზი ზეთი და ავთქფიფოთ. დავუმატოთ 100გრ. ფქვილი და მზა მასა დავასხათ გახურებულ ტაფაზე! (ტაფაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი) ასევე დააცხვეთ შემდეგი ორი ფენა და დაუმატეთ კაკაო! ბოლოს ზევიდან მოასხით მინანქარი და მოაყარეთ თხილი!