Search site


SASMELEBI

16/06/2009 22:11


კარამელი

1ლიტრა წყალში ჩავყაროთ 0.5კგ. შაქარი. მოვხარშოთ ადუღებამდე და 8 წთ გავაჩეროთ ნელ პარზე. გადმოვიღოთ და გავაჩეროთ პოდნოსზე მანამ სანამ არ გაშრება და მზადაა.
   
 
 
 
 

 
შაქარლამა

200 გრამი ზეთი,300 გრამი შაქარი,1 კოლოფი მარგარინი,1 ჩაის კოვზი საფუარი 1 ყავის ფინჯანი ცივი წყალი 2 ცალი ვანილი 1 კილო ფქვილი.ამ მასას აურევთ და ცომს დავამრგვალებთ პატარა ბურთებათ,შემდეგ გავჭრით შუაში და გამოვაცხობთ.
   
 
 
 

 
მაკარონი არაყში

მაკარონი უნდა მოვხარშოთ და ხარშვისას დავუმატოდ 200 გრამი არაყი. შემდეგ გადავწუროთ საწურზე და ცივი წყალი გადავავლოთ. ქვაბში კარაქთან ერთად მოვშუშოთ, მცირე ზომის კუბიკებად დაჭრილი ლორი (ვიჩინა), დავაყაროთ და ვშუშოდ ერთად. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და არაჟანი. ასევე გემოვნებით მარილი და შავი წიწაკა.
   
 
 

 
ცივი ყავა ნაყინით

1 ჩ.კ. უნალექო ყავა ჩავყაროთ მაღალ ჭიქაში, დავუმატოთ 2 ჩ.კ. შაქარი, ცოტაოდენი წყალი და გავთქვიფოთ სპეციალური ყავის სათქვეფით,სანამ შაქარი არ გაიხსნება, დავამატოთ ცივი წყალი და ჩავდოთ 1 ჩ.კ. ვანილის ნაყინი.
   
 
 
 

 
ნამცხვარი შარლოტა

1ფენა: 4კვერცხის ცილა+1ჩ/ჭ შაქარი ავთქვიფოთ კარგად+4კვერცხის გული+3სუფრის კოვზი თაფლი+1ჩ/კ სოდა ძმრით, ვანილი გემოვნებით +1ჭ ფქვილი. გამოვაცხოთ კალკა დაფენილ ცხიმწასმულ მრგვალ ჟარონაზე. 2ფენა: ყველაფერი იგივე+2ჩ/კ ხსნადი ყავა. 3ფენა: იგივეს+2ჩ/კ კაკაო. კრემი: 400გრამი კარაქი ავთქვიფოთ კარგად+1ქილა შედედებული უმი რძე+1ქილა მოხარშული შედედებული რძე+2ჩ/კ ხსნადი ყავა+ცოტა ქიშმიშით(სურვილისამებრ). მორთვა:ყველა ფენას წავუსვათ კრემი გვერდებზეც და ზემოდანაც შემდეგ კი მოვაწუწოთ შოკოლადი.
   
 
 
 

 
რაფაელო ქართულად

მასალა:1 კოლოფი შესქელებული რძე, 6 შეკვრა ქოქოსის თეთრი ნათალი. მომზადება:შესქელებული რძე გავხსნათ სასურველია პლასტმასის ჯამში, შევურიოთ 4 შეკვრა ქოქოსის ნათალი და კარგად მოვურიოთ მიქსერით. 2 შეკ. ქოქოსი მოვაბნიოთ ხის ფიცარზე, კოვზით ამოვაგუნდაოთ მიღებული მასა და კარგად ამოვავლოთ ფქვილში. გამზადებული რაფაელოები შევალაგოთ საყინულეში.(სურვილის მიხედვით შეიძლება გამოვიყენოთ ფერადი ნათალიც). გემრიელად მიირთვით:)
   
 
 
 

 
ანმაუიმკა

ავიღოთ ნახევარი კგ მარწყვი შემდეგ ავთქვიფოთ..დავამატოთ გაწურული ფორთოხლის წვენი და 1ჭ. ლიქიორი ყავის...შემდეგ ისევ ავთქვიფოთ და მოვასხათ ვანილის ნაყინი.
   
 
 
 
 

 
შოკმანჟე მოხალული ნიგვზით

მასალა: 4 კვერცხი, 150 გ. კარაქი, 100 გ. სუფთა შოკოლადი, 200 გ. ნიგოზი, 1 ჭიქა შაქის პუდრა, ვანილი. კარაქი და შოკოლადი გავადნოთ ჯამში ერთად და გავაციოთ. მოვხალოთ ნიგოზი, დავჭრათ ძალიან თხლად და წვრილად. 4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ მაგრა, როგორც ბეზე, დავუმატოთ შაქარი, ვანილი, ავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ კვარცხის გულები და ისევ ავთქვიფოთ მიქსერით. მივიღებთ გოგლი–მოგლს, რომელსაც უნდა დავუმატოთ გაციებული კარაქი და შოკოლადი. ვთქვიფოთ მანამდე სანამ მასა არ გახდება ყავისფერი, შემდეგ ჩავაყაროთ ნიგოზი ავურიოთ და მიღებული მასა გადავიღოთ შუშის პატარა ჭიქებში, შევდგათ საყინულეში და გავაციოთ.
   
 
 
 

 
კომში

კომშები გავჭრათ შუაზე, გულები ამოვაცალოთ, ამოვჭრათ და მოვათავსოთ კომშებში შაქარში არეული გატარებული ნიგოზი ან თხილი. შევდგათ გახურებულ ღუმელში, ვიდრე არ დარბილდება. გავაცივოთ, მოვრთოთ კრემით.
   
 
 
 

 
შავი ქლიავი შოკოლადით

მასალა:1 კგ.შავი ქლიავი, 200 გრ.შავი შოკოლადი, ვანილი,ცოტა კონიაკი. მომზადება: ქლიავს დაასხი მდუღარე წყალი, გააჩერე ცოტა ხანს, გადაწურე, გამოაცალე კურკა და დააწყე საწურზე. შოკოლადის ფილა დაამტვრიე,დაასხი ცოტა წყალი და გაადნე ნელ ცეცხლზე.დაუმატე ვანილი და კონიაკი. ჩაყარე შიგ ქლიავი, ამოავლე სათითაოდ,დაალაგე პერგამენტზე და შეინახე მაცივარში.
   
 
 
 

 
გვირილები

მოვხარშოთ 10 კვერცხი. გავჭრათ შუაზე ჰორიზონტალურად და ამოვიღოთ შიგთავსი ყველა კვერცხიდან. მოგროვილ შიგთავს შევურიოთ სუნელები, მარილი , წიწაკა და მაიონეზი და მოვათავსოთ შუაზე გაჭრილ კვერცხებში. შემდეგ დავალაგოთ გვირილები თეფშზე და გავაფორმოთ დაჭრილი სტაფილოთი და მწვანილებით როგორც გვინდა.
   
 
 

 
ეგზოტიკური დესერტი

ჩხირებზე წამოვაცვათ კუბიკებად დაჭრილი ანანასი, ბანანი, მარწყვი, ფორთოხალი, კივი, მანგო, მოვასხათ ლიმონის წვენი. 2 წუთით შევდგათ გაზქურაში და გამოღებისთანავე მოვასხათ თაფლი (შეგვიძლია მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი) თეფშზე დავდოთ 2 ჩხირი ჯვარედინად და გვერძე მივუდოთ ნაყინი, კრემი ან მუსი, გავაფორმოთ პიტნის ფოთლებით ან ნიგვზის ლებნებით.
   
 
 

 
მთვრალი ალუბლები

ცომი: 4 კვერცხი 2ჭ. შაქარი 1 ჭ. მაწონი ან არაჟანი 200 გრ. შერბილებული კარაქი სოდა ძმრით, ვანილი, მარილი 5 ს.კ. კაკაო, 3 ჭ. ფქვილი კრემი: 1 ქ. მოხარშული სგუშონი 200 გრ. კარაქი, 2 ს.კ. უნალექო ყავა ცომი მოვამზადოთ აღნიშნული თანმიმდევრობით და გამოვაცხოთ ცხელ ცხიმწასმულ ჟარუნაზე. ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ალუბლის წვენით + 3 კ. კონიაკი + 5 ჩ. კ. მაგარი ჩაის ნაყენი. წავუსვათ კრემი , მოვაყაროთ ალუბალი (შეიძლება კომპოტიც) შემდეგ მეორე ფენასაც წავუსვათ კრემი და დავაწყოთ ლამაზად ალუბალი, ან გვერდების ჩამონაჭრები.
გემრიელად მიირთვით.
   
 
 

 
ბანანის რულეტი

ბანანის რულეტი“ 5 კვერცხი 1 ჩ.ჭ. შაქარი 1 ს.კ. თაფლი 1 ჩ. ჭ. ფქვილი სოდა, ვანილი კრემი: 150 გრ. კარაქი 1 ქ. სგუშონი 1 ს.კ. ყავა, ვანილი 2-3 ბანანი 1 შოკოლადის ფილა გავაკეთებთ ცომს და დავასხამთ ცხიმწასმულ კალკიან ცხელ ჟარუნაზე. როდესაც გამოცხვება, ქაღალდი მალე უნდა მოვაცალოთ. (ცხვება ძალიან მალე). კრემის 2/3 წავუსვათ ბისკვიტს, ზედ დავალაგებთ სიგრძეზე დაჭრილ ბანანებს და გადავახვევთ. ზემოდან წავუსვათ დარჩენილი კრემი და დავახეხოთ შოკოლადის ფილა. გემრიელად მიირთვით.
   
 
 
 

 
გენერლის კაპრიზი

გენერლის კაპრიზი ცომი: 8 კვერცხი 2 ჭ. შაქარი 2 ქილა არაჟანი 2 ჭ. და 2 ს.კოვზი ფქვილი სოდა, ვანილი 3 ს.კ. კაკაო კრემი: 1 ყუთი შესქელებული რძე 200 გრ. კარაქი 1 ქილა არაჟანი 12 ჭ. ნიგოზი 12 ჭ. ქიშმიში 4 კვერცხის გულისა და ერთი ჭ. შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ ერთი ქილა სოდიან ძმრიანი არაჟანი, ვანილი, ერთი ჭ. და 1 ს. კ. ფქვილი, ვასხავთ ცხიმწასმულ ცხელ ჟარუნაზე, ან ტორტის ქვაბში. მალე ცხვება. მეორე ფენაც იგივე, ოღონდ ვამატებთ კაკაოს. გამომცხვარი ნამცხვარი მაშინვე უნდა გადმოვიღოთ ფიცარზე. კრემი: 1 ცალი მოხარშული სგუშონს დავუმატოთ 200 გრ. კარაქი, 1 ქილა არაჟანი, დაჭრილი ნიგოზი, ქიშმიში და ვანილი. მინანქარი: 1 ჭ შაქარი, + 1 ს/კ კაკაო + 2 ს.კ. რძე + 50 გრამი კარაქი და ვანილი . გადმოვადუღოთ და ზემოდან მოვასხათ. მორჩენილი კვერცხის ცილისაგან შეიძლება გამოვაცხოთ ბეზე და ბისკვიტებს შორის მოვათავსოთ. გემრიელად მიირთვით.
   
 
 ექსტრემი

0.5 ლიტრი ჯინი, 0.5 ტონიკი, 1 ჩ/კ ყავა, 50 გრამი ლურჯი ჯინი აურიეთ ერთმანეთში ჩააასხით ბოკალში, პირზე ჩამოაცვით ფორთოხლის ნაჭერი და მიირთვით. მაგარი გემრიელია. 
   
 
 
 

 
პუნში

2 არაყის ჭიქა რომი და 1 ჭიქა ვანილის ლიქიორი ავურიოთ. დავამატოთ შაქარი გემოვნებით და 1ჭ. ცხელი წყალი. ავურიოთ, ზევიდან დავადოთ ლიმონის ნაჭერი. 
   
 
 
 

 
"ყინული და ცეცხლის ალი"

50 მილილიტრი ჟოლოს ან მოცხარის ლიქიორი, 150 მილილიტრი ვაშლის წვენი, 25 მილილიტრი რომი და ამდენივე აბსენტი. თითო ნაჭერი ფორთოხალი, გრეიპფრუტი, კივი და ლიმონი.
მოათავსეთ მოზრდილ ფუჟერში ხილის ნაჭრები, ორი ნატეხი ყინული. დაასხით ჯერ ლიქიორი, შემდეგ ვაშლის წვენი. ფორთოხლის ნაჭერი ისე შეაბრუნეთ, რომ სითხესა და ფუჟერის დარჩენილ სივრცეს შორის ბარიერად იქცეს. კოქტეილს ჩაუმატეთ რომი, აბსენტი და საწრუპავით ნელ-ნელა მიირთვით.
   
 
 

 
"სამხრეთის ზღვა"

1 ულუფისათვის: 5 მილილიტრი ხორბლის სპირტი, ყინულის 2 კუბიკი, 40 მილილიტრი პორტვეინი, ამდენივე ანანასის წვენი (შეიძლება კომპოტიც), 1 ნაჭერი ანანასი, 10 მილიგრამი ცისფერი ლიქიორი-"კურასაო", დარიჩინი-დანის წვერით, 1 ცალი ალუბალი (შეგიძლიათ ამოიღოთ მურაბიდან და ზედმეტი სიროფი წყლით მოაცილოთ).
ჩააგდეთ მაღალ ჭიქაში ყინულის კუბიკი, ჩაასხით ნელ-ნელა პორტვეინი, "კურასაო", ანანასის წვენი და ოდნავ შეანჯღრიეთ. დარიჩინს დაასხით ერთი სუფრის კოვზი ხორბლის სპირტი, 10 წუთის შემდეგ გაფილტრეთ და ჩაუმატეთ კოქტეილს. მორთეთ ანანასის ნაჭრით, მის შუაგულში კი დაამაგრეთ ალუბალი (გამოიყენეთ კბილის საწმენდი ჩხირი).
   
 
 
 
 

 
კოქტეილი "მსხლის სანგრია"

2 ცალი მსხალი, რგოლებად დაჭრილი 1 ცალი ლიმონი, 1 ჩაის ჭიქა ფორთოხლის ლიქიორი, ერთი ბოთლი თეთრი ღვინო, 1 ჭიქა ბრენდი, ცოტა იმბირი.
ყველა ინგრედიენტი ჩაასხით დიდ ფიალაში და გააჩერეთ ოთხი საათით. გადაასხით ჭიქებში და ჩაყარეთ ყინული კუბიკები და ლიმონის რამდენიმე ნაჭერი (მსხალი წინასწარ უნდა დაჭრათ და ჭიქებში ისე უნდა ჩაყაროთ).
   
 

 
ინდური ჩაი ყინულით

600 მილილიტრი ცხელი წყალი, 3 ჩაის კოვზი მაღალი ხარისხის ჩაი, ყინული, შაქარი- გემოვნებით და ნახევარი ლიმონის წვენი.
600 მილილიტრ ცხელ წყალში ჩაყარეთ 3 ჩაის კოვზი მაღალი ხარისხის ჩაი. გააჩერეთ 5-10 წუთს და გააცივეთ. ჭიქაში ჩაყარეთ ყინულის კუბიკები. ჩაასხით გაცივებული და სუფთად გადაწურული ჩაი. ჩაყარეთ შაქარი გემოვნებით და ჩაასხით ლიმონის წვენი. მიირთვით პატარა ყლუპებით.
   
 
 

 
ყავა კვერცხით

მასალა: 1 კვერხის გული. 2ს/კ რძე. ერთი ფინჯანი მაგარი ყავა.
კვერცხის გული ჭიქაში კარგად ათქვიფეთ, მერე კი მას 2ს/კ თბილი რძე დაამატეთ. შემდეგ მასში ჩაასხით ერთი ფინჯანი ცხელი, მაგარი ყავა.
ვისაც ტკბილი ყავა უყვარს, შეუძლია, კვერცხთან ერთად ათქვიფოს შაქრის პუდრა. 
   
 
 

 
ბანანის სასმელი ვაშლით

0,5ლ რძე, 40გრ შაქრის ფხვნილი, 1 დიდი ვაშლი, ბანანი, 0,05ლ ლიმონის სიროფი. 
მიქსერში ჩავასხათ ცივი რძე, დავუმატოთ შაქარი, გაფცქვნილი და ნაჭრებად დაჭრილი ბანანი, ლიმონის სიროფი და ვთქვიფოთ 2 წუთის განმავლობაში. მზა სასმელი გავაცივოთ, ავურიოთ და ჩამოვასხათ ბოკლებში. 

   
 
 

 
ატმის სასმელი

0,5ლ რძე, 0,1ლ ლიმონის სიროფი, 40გრ შაქრის პუდრი, 2 ჩაის კოვზი ატმის ჯემი ან მურაბა, 1 კვერცხი. 
მიქსერში ჩავასხათ ცივი რძე, დავუმატოთ ლიმონის სიროფი, შაქარი ატმის ჯემი ან მურაბა, კვერცხი და ვთქვიფოთ 1 წუთის განმავლობაში. მაგიდაზე მიტანის წინ სასმელი ავურიოთ და ჩამოვასხათ ბოკლებში. 

   
 

 
გარგარის სასმელი კაკაოთი

0,5ლ რძე, 2 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი, 2 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი გარგარის ჯემი ან მურაბა, 0,05ლ ჟოლოს სიროფი, 1 კვერცხი. 
მიქსერში ჩავასხათ რძე, დავუმატოთ შაქარი, კაკაოს ფხვნილი, გარგარის ჯემი ან მურაბა, ჟოლოს სიროფი, კვერცხი და ვთქვიფოთ 1 წუთის განმავლობაში. მზა სასმელი გავაგრილოთ, მაგიდაზე მიტანის წინ ავურიოთ და ჩამოვასხათ ბოკლებში. 

   
 

 
გარგარის სასმელი ლიმონით

0,5ლ რძე, 0,1ლ ლიმონის სიროფი, 40გრ შაქრის პუდრი, 2 სუფრის კოვზი გარგარის ჯემი ან მურაბა, 1 კვეერცხი. 
მიქსერში ჩავასხათ ცივი რძე, დავუმატოთ ლიმონის სიროფი, შაქარი, გარგარის ჯემი ან მურაბა, კვერცხი და ვთქვიფოთ 1 წუთის განმავლობაში. მაგიდაზე მიტანის წინ სასმელი დავურიოთ და ჩამოვასხათ ბოკლებში. 

   
 



 
ჟოლოს სასმელი სტაფილოთი

0,4ლ რძე, 0,2ლ ჟოლოს სიროფი, 200გრ გახეხილი სტაფილო, ლიმონის წვენი. 
მიქსერში ჩავასხათ რძე, დავუმატოთ ჟოლოს სიროფი, გახეხილი სტაფილო, 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ვთქვიფოთ 2 წუთის განმავლობაში. მზა სასმელი გავაგრილოთ. მაგიდაზე მიტანის წინ ავურიოთ და ჩამოვასხათ ბოკლებში. 

   
 
 

 
ჟოლოს სასმელი

0,5ლ რძე, 0,2ლ ჟოლოს სიროფი, 1 სუფრის კოვზი ჟოლოს ჯემი, 1 კვერცხი. 
მიქსერში ჩავასხათ ცივი რძე, დავუმატოთ ჟოლოს სიროფი, ჟოლოს ჯემი, კვერცხი და ვთქვიფოთ 1 წუთის განმავლობაში. მაგიდაზე მიტანის წინ ავურიოთ და ჩამოვასხათ ბოკლებში. 

   
 
 

 
მარწყვის სასმელი

0,5ლ რძე, 0,2ლ მარწყვის სიროფი, 2 სუფრის კოვზი მარწყვის ჯემი, 1 კვერცხი. 
მიქსერში ჩავასხათ ცივი რძე, დავამატოთ მარწყვის სიროფი, მარწყვის ჯემი, ახალი კვერცხი და ვთქვიფოთ 1 წუთის განმავლობაში. მაგიდაზე მიტანის წინ სასმელი ავურიოთ და ჩამოვასხათ ბოკლებში. 

   
 
 
 
 


 
მარწყვის ლიმონათი

0,1ლ მარწყვის სიროფი, ლიმონის წვენი, 0,1ლ გაზიანი ან ანადუღარი წყალი, ყინულის ნატეხი, ცოცხალი მარწყვი. 
ბოკალში ჩავასხათ მარწყვის სიროფი, 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, დავამატოთ გაზიანი ან ანადუღარი წყალი, მოვურიოთ. სასმელში ჩავაგდოთ ყინულის ნატეხი და ცოცხალი მარწყვი.