Search site


TKBILEULI

16/06/2009 22:07

ჰოლანდიური

3 მოხარშული კვერცხი, 200ჰოლანდიური ყველი დაჭერით, 100 გრამი ბრინჯი, 200 გრამი საქონლის ხორცი ტაფაზე მოშუშეთ ხახვთან ერთად, აურიეთ ერთმანეთში, მოაყარეთ პილპილი და მოასხით ტომატი:)
   
 
 

 
ვერმიშელი შოკოლადით

ვერმიშელი ტაფაში მოვხარშოთ, ხარშვისას დავამატოთ შაქარი (გემოვნებით),როცა მოიხარშება, დავახეხოთ შოკოლადი, ტაფას დავახუროთ, გავაჩეროთ 3წთ. და გადმოვდგათ ცეცხლიდან. როცა გაცივდება, დავჭრათ და მივირთვათ!
   
 
 

 
ჩინური ტორტი

მოვამზადოთ ჩვეულებრივი კრემი (შედედებული რძით). დავჭრათ ხლი სეზონის მიხედვით(განსაკუთრებით ერთი მჟავე ხილი უხდება). ჯამში ერთ ფენად წავუსვათ კრემი , შემდეგ წვრილად დაჭრილი ხილი. ჭირდება ასევე პეჩენია. ფენა-ფენად ხილი , კრემი და პეჩენია. ყველა ხილი უნდა განთავსდეს ცალკე ფენად. გამრიელი იქნება თუ გაციებული სახით მივირთმევთ.
   
 
 
 

 
შოკოლადის მუსი

რძეში ჩავამტვრიოთ შოკოლადი და წამოვადუღოთ. როცა გადმოვდგამთ ცეცხლიდან, დავამატოთ რომი ან კონიაკი, კვერცხის გული(გათქვეფილი). კარგად ავთქვიფოთ და დავასხათ წინასწარ დამბალი და მოდუღებული ჟელატინი, ვანილი. ცილა კარგად გავთქვიფოთ მიქსერით, შევათქვიფოთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დავამატოთ არაჟანი და ფრთხილად დავასხათ შოკოლადის მასას. კარგად ავურიოთ და შევდგათ მაცივარში. მასალა:რძე-100გ შოკოლადი-50გრ კვერცხი-2ც კონიაკი ან რომი-3ს/კ შაქრის ფხვნილი-100გრ არაჟანი -250გრ ჟელატინი-2-3გრ ვანილი-გემოვნებით
   
 
 
 
 
 
სამეფო

ავიღოთ 2-3 კვერცხი.ცილა ავთქვიფოთ და დავუმატოთ შაქარი და ლიმონმჟავა ცოტა. ცალკე ავთქვიფოთ ყავა და შაქარი ერთად. დაგვჭირდება ბანანი,ატამი, (ხილის სურვილისამებრ) ცოტა ნიგოზი და ქიშმიში. მოზრდილ ჭიქაში მოვათავსოთ ერთი კოვზი ბეზე,, მოვაწყოთ ბანანის და ატმის ნაჭრები, შემდეგ მოვათავსოთ ერთი კოვზი ყავა, დავუმატოთ ნიგოზი და ქიშმიში. ეს პროცედურა გავიმეოროთ ერთხელ და ზემოდან მოვასხათ ნალექიანი ყავა. სასურველია მივირთვათ ახალმომზადებული:) გაამოთ:)))
   
 
 

 
სიგარეტი

2 ჭიქა ფქვილში კარგად ავკეპოთ 200გ კარაქი + 200გ არაჟანი + ვანილი. მოვზილოთ ცომი და ერთი ღამით გავაჩეროთ მაცივარში გული: 1 ჭიქა ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში + 1 ჭიქა შაქარი + ქიშმიში + კორიცა. 2 კვერცხის ცილისაგან გავაკეთოთ ბეზე და შევურიოთ მასას.
   
 
 
 

 
ნამცხვარი "სამეფო"

ავიღოთ 250გ. მარგარინი და გავყოთ 4 ნაწილად (მე-4 პატარა უნდა იყოს, "ლისტზე წასასმელად"). გავადნოთ 1/4 მარგარინი, შემდეგ გადმოვასხათ ჯამში, დავუმატოთ ქიშმიში, 1 ჭიქა მაწონში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა , და ფქვილი იმდენი, რომ მივიღოთ სქელი, მაგრამ არა მაგარი ცომი. "ლისტზე" წავუსვათ მარგარინი, მოვაყაროთ ფქვილი და კოვზის მეშვეობით გადმოვიღოთ ცომი, გავაბრტყელოთ1,5 სანტიმეტრის სისქეზე და გამოვაცხოთ. მეორე და მესამე ფენაც ასე მზადდება, ოღონდ ქიშმიშის ნაცვლად მეორე ფენას ავურევთ დაჭრილ ნიგოზს, მესამეს კი 1 სუფრის კოვზ კაკაოს. მომზადებისას ჯერ დავდებთ ქიშმიშიან ფენას, წავუსვამთ ჩვეულებრივ მოხარშულ კრემს, მერე დავაფენთ კაკაოიან ფენას, წავუსვამთ კრემს, სულ ბოლოს კი დავაფენთ ნიგვზიან ფენას, გადავუსვამთ კრემს, მოვაყრით დაჭრილ მოხალულ ნიგოზს, ქიშმიშს და ალაგ-ალაგ მოვასხურებთ მინანქარს. უგემრიელესია.
   
 
 
წითელი მსხლები

ოთხი მსხალი გავთალოთ ხოლო თავისი ყუნწები დავტოვოთ. ავადუღოთ წყალი ცალკე და ჩაყაროთ შიგ ჟელატინი, სასურველია მალინის, ჩავალაგოდ ჩვენი გათლილი მსხლები და ვადუღოთ სანამ მსხლები არ გაწითლდებიან. ამოვიღოთ და დავალაგოთ სათითაოდ ცალკე ლამბაქებზე. დეკორაცია გავუკეთოდ ნაყინის და პიტნის ფურცლებით.
   
 
 
 

 
რულეტი

5 კვერცხის ცილასა და 200გრ. შაქრისგან ვაკეთებთ ბეზეს, შემდეგ უმატებთ კვერცხის გულს, 0.5გრ კართოფილის კრახმალს, სოდა-ძმარი, 0.5 ფქვილს. მიღებულ მასას ვასხავთ ცხიმ წასმულ და ფქვილ მოყრილ ჟარუნაზე. ვდებთ გაცხელებულ ღუმელში, ცხვება 200გრადუზე 15-20 წუთი. გამომცხვარ მასას ვუსმევთ ჯემს ან უკეთესია კრემი ბანანით. გადავახვევთ და ზემოდან მოვაყრით პუდრს.
   
 
 
 
 

 
ყავა ნაყინით

მოვათავსოთ 2 კოვზი ყავა გრანულებით ჭიქაში და ავთქვიფოთ ხელის მიქსერით. შემდეგ დაუმატოთ შოკოლადის ნაყინი, დაახლოებით 4 კოვზი.შეურიოთ ათქვეფილი ცოტა რაოდენობის ბანანი და წვრილად დაჭრილი მიწის თხილი. შემდეგ დავასხათ წყალი შეთხელებამდე და მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი და მიწის თხილი. ჩავყაროთ ყინულის კუბიკები და მზად არის.
   
 
 
 
  

 
ბელუგა მაიონეზში

მოვხარშოთ ბელუგა და დავჭრათ. მოვათავსოთ ჯამში მაიონეზი და დავუმატოთ ყველანაირი სუნელები.დიდი რაოდენიბით წითელი წიწაკა.მარილი და დანაყილი ნიორიც შეურიოთ. ჩავაჭრათ დაჭრილი ქინძი. დაუმატოთ ანადუღარი წყალი, მანამ სანამ სასურველ სისქეს არ მივაღწევთ და მასა მოვასხათ წინასწარ გამზადებულ თევზს.
   
 
 
 

 
ნამცხვარი ,,ძეხვი"

მასალა: 1 ჩაის ჭიკა შაქრის ფხვნილი, 2 სუფრის კოვზი კაკაო, 3 სუფრის კოვზი წყალი, 200 გრამი კარაქი, 250 გრამი მშრალი ნამცხვარი-(,,პეჩენია") , 100 გრამი ნიგოზი და 1 კვერცხი. მომზადება: შაქრის ფხვნილი , კაკაო და წყალი ავურიოთ ერთმანეთში, შემდეგ დავასხათ გამდნარი კარაქი და დავდგათ გაზზე. ვადუღოთ 3 წუთს. გადმოვდგათ და გავაციოთ. გავხეხოთ ნამცხვართ დავჭრათ ნიგოზი და შევურიოთ გაცივებულ მასას.დავუმატოთ 1 კვერცხი. გადმოვიღოთ პერგამენტის ქაღალდზე. შევახვიოთ როგორც ძეხვი, შევდგათ მაცივარში. რამოდენიმე საათში მზად იქნება.
   
 
 
 

 
გლაზური

10 სუფრის კოვზი შაქარი, 3 სუფრის კოვზი კაკაო, 1 სუფრის კოვზი რძის ფხვნილი, დავამატოთ წყალი იმდენი სანამდე არ გახდება სმეტანის სისქის, მერე დავდგათ ცეცხლზე. ადუღების შემდეგ ჩავდოთ 45გრ. მარგარინი, ჩადნობის შემდეგ მზად იქნება.
   
 

 
შემწვარი ვაშლი

მასალა:4ც ვაშლი, 4ჩ/კ სგუშონი, 4ჩ/კ ხაჭო, ერთი მუჭა ქიშმიში და ნიგოზი. მომზადება:ვაშლებს გული ამოაჭერით, ხაჭო, სგუშონი, ქი

 
ატმის ჟელე

მასალა: 200გრ ატამი, 4ცალი კვერცხის ცილა, 120გრ შაქარი, 1ჩ/კ ჟელატინი. მომზადება:ატამი მოხარშეთ ცოტაოდენ წყალში, მოხარშული ბლენდერში ათქვიფეთ, მიღებულ პიურეს დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი, მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე. გაციებული ცილები (წინასწარ მაცივარში შეინახეთ) კარგად ათქვიფეთ, შეურიეთ ადუღებულ პიურეს, დაუმატეთ წყალში გახსნილი ჟელატინი, აურიეთ. ჩაასხით შუშის ჭიქებში, გააციეთ. სუფრაზე მიტანამდე მორთეთ ხილის ნაჭრებით.
   
 
 არჩეულია კატეგორია: ტკბილეული, ნაპოვნია 54 რეცეპტი
 
კარამელი

1ლიტრა წყალში ჩავყაროთ 0.5კგ. შაქარი. მოვხარშოთ ადუღებამდე და 8 წთ გავაჩეროთ ნელ პარზე. გადმოვიღოთ და გავაჩეროთ პოდნოსზე მანამ სანამ არ გაშრება და მზადაა.
   
 
 

 
შაქარლამა

200 გრამი ზეთი,300 გრამი შაქარი,1 კოლოფი მარგარინი,1 ჩაის კოვზი საფუარი 1 ყავის ფინჯანი ცივი წყალი 2 ცალი ვანილი 1 კილო ფქვილი.ამ მასას აურევთ და ცომს დავამრგვალებთ პატარა ბურთებათ,შემდეგ გავჭრით შუაში და გამოვაცხობთ.
   
 
 
 

 
მაკარონი არაყში

მაკარონი უნდა მოვხარშოთ და ხარშვისას დავუმატოდ 200 გრამი არაყი. შემდეგ გადავწუროთ საწურზე და ცივი წყალი გადავავლოთ. ქვაბში კარაქთან ერთად მოვშუშოთ, მცირე ზომის კუბიკებად დაჭრილი ლორი (ვიჩინა), დავაყაროთ და ვშუშოდ ერთად. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და არაჟანი. ასევე გემოვნებით მარილი და შავი წიწაკა. 
   
 

 
ცივი ყავა ნაყინით

1 ჩ.კ. უნალექო ყავა ჩავყაროთ მაღალ ჭიქაში, დავუმატოთ 2 ჩ.კ. შაქარი, ცოტაოდენი წყალი და გავთქვიფოთ სპეციალური ყავის სათქვეფით,სანამ შაქარი არ გაიხსნება, დავამატოთ ცივი წყალი და ჩავდოთ 1 ჩ.კ. ვანილის ნაყინი.
   
 
 
 

 
ნამცხვარი შარლოტა

1ფენა: 4კვერცხის ცილა+1ჩ/ჭ შაქარი ავთქვიფოთ კარგად+4კვერცხის გული+3სუფრის კოვზი თაფლი+1ჩ/კ სოდა ძმრით, ვანილი გემოვნებით +1ჭ ფქვილი. გამოვაცხოთ კალკა დაფენილ ცხიმწასმულ მრგვალ ჟარონაზე. 2ფენა: ყველაფერი იგივე+2ჩ/კ ხსნადი ყავა. 3ფენა: იგივეს+2ჩ/კ კაკაო. კრემი: 400გრამი კარაქი ავთქვიფოთ კარგად+1ქილა შედედებული უმი რძე+1ქილა მოხარშული შედედებული რძე+2ჩ/კ ხსნადი ყავა+ცოტა ქიშმიშით(სურვილისამებრ). მორთვა:ყველა ფენას წავუსვათ კრემი გვერდებზეც და ზემოდანაც შემდეგ კი მოვაწუწოთ შოკოლადი.
   
 
 
 

 
რაფაელო ქართულად

მასალა:1 კოლოფი შესქელებული რძე, 6 შეკვრა ქოქოსის თეთრი ნათალი. მომზადება:შესქელებული რძე გავხსნათ სასურველია პლასტმასის ჯამში, შევურიოთ 4 შეკვრა ქოქოსის ნათალი და კარგად მოვურიოთ მიქსერით. 2 შეკ. ქოქოსი მოვაბნიოთ ხის ფიცარზე, კოვზით ამოვაგუნდაოთ მიღებული მასა და კარგად ამოვავლოთ ფქვილში. გამზადებული რაფაელოები შევალაგოთ საყინულეში.(სურვილის მიხედვით შეიძლება გამოვიყენოთ ფერადი ნათალიც). გემრიელად მიირთვით:)
   
 
 

 
ანმაუიმკა

ავიღოთ ნახევარი კგ მარწყვი შემდეგ ავთქვიფოთ..დავამატოთ გაწურული ფორთოხლის წვენი და 1ჭ. ლიქიორი ყავის...შემდეგ ისევ ავთქვიფოთ და მოვასხათ ვანილის ნაყინი.
   
 
 
 

 
შოკმანჟე მოხალული ნიგვზით

მასალა: 4 კვერცხი, 150 გ. კარაქი, 100 გ. სუფთა შოკოლადი, 200 გ. ნიგოზი, 1 ჭიქა შაქის პუდრა, ვანილი. კარაქი და შოკოლადი გავადნოთ ჯამში ერთად და გავაციოთ. მოვხალოთ ნიგოზი, დავჭრათ ძალიან თხლად და წვრილად. 4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ მაგრა, როგორც ბეზე, დავუმატოთ შაქარი, ვანილი, ავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ კვარცხის გულები და ისევ ავთქვიფოთ მიქსერით. მივიღებთ გოგლი–მოგლს, რომელსაც უნდა დავუმატოთ გაციებული კარაქი და შოკოლადი. ვთქვიფოთ მანამდე სანამ მასა არ გახდება ყავისფერი, შემდეგ ჩავაყაროთ ნიგოზი ავურიოთ და მიღებული მასა გადავიღოთ შუშის პატარა ჭიქებში, შევდგათ საყინულეში და გავაციოთ.
   
 
 

 
კომში

კომშები გავჭრათ შუაზე, გულები ამოვაცალოთ, ამოვჭრათ და მოვათავსოთ კომშებში შაქარში არეული გატარებული ნიგოზი ან თხილი. შევდგათ გახურებულ ღუმელში, ვიდრე არ დარბილდება. გავაცივოთ, მოვრთოთ კრემით. 
   
 
 
 

 
შავი ქლიავი შოკოლადით

მასალა:1 კგ.შავი ქლიავი, 200 გრ.შავი შოკოლადი, ვანილი,ცოტა კონიაკი. მომზადება: ქლიავს დაასხი მდუღარე წყალი, გააჩერე ცოტა ხანს, გადაწურე, გამოაცალე კურკა და დააწყე საწურზე. შოკოლადის ფილა დაამტვრიე,დაასხი ცოტა წყალი და გაადნე ნელ ცეცხლზე.დაუმატე ვანილი და კონიაკი. ჩაყარე შიგ ქლიავი, ამოავლე სათითაოდ,დაალაგე პერგამენტზე და შეინახე მაცივარში.
   
 
 
 

 
გვირილები

მოვხარშოთ 10 კვერცხი. გავჭრათ შუაზე ჰორიზონტალურად და ამოვიღოთ შიგთავსი ყველა კვერცხიდან. მოგროვილ შიგთავს შევურიოთ სუნელები, მარილი , წიწაკა და მაიონეზი და მოვათავსოთ შუაზე გაჭრილ კვერცხებში. შემდეგ დავალაგოთ გვირილები თეფშზე და გავაფორმოთ დაჭრილი სტაფილოთი და მწვანილებით როგორც გვინდა.
   
 
 

 
ეგზოტიკური დესერტი

ჩხირებზე წამოვაცვათ კუბიკებად დაჭრილი ანანასი, ბანანი, მარწყვი, ფორთოხალი, კივი, მანგო, მოვასხათ ლიმონის წვენი. 2 წუთით შევდგათ გაზქურაში და გამოღებისთანავე მოვასხათ თაფლი (შეგვიძლია მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი) თეფშზე დავდოთ 2 ჩხირი ჯვარედინად და გვერძე მივუდოთ ნაყინი, კრემი ან მუსი, გავაფორმოთ პიტნის ფოთლებით ან ნიგვზის ლებნებით.
   
 
 
 

 
მთვრალი ალუბლები

ცომი: 4 კვერცხი 2ჭ. შაქარი 1 ჭ. მაწონი ან არაჟანი 200 გრ. შერბილებული კარაქი სოდა ძმრით, ვანილი, მარილი 5 ს.კ. კაკაო, 3 ჭ. ფქვილი კრემი: 1 ქ. მოხარშული სგუშონი 200 გრ. კარაქი, 2 ს.კ. უნალექო ყავა ცომი მოვამზადოთ აღნიშნული თანმიმდევრობით და გამოვაცხოთ ცხელ ცხიმწასმულ ჟარუნაზე. ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ალუბლის წვენით + 3 კ. კონიაკი + 5 ჩ. კ. მაგარი ჩაის ნაყენი. წავუსვათ კრემი , მოვაყაროთ ალუბალი (შეიძლება კომპოტიც) შემდეგ მეორე ფენასაც წავუსვათ კრემი და დავაწყოთ ლამაზად ალუბალი, ან გვერდების ჩამონაჭრები. 
გემრიელად მიირთვით. 
   
 
 
 

 
ბანანის რულეტი

ბანანის რულეტი“ 5 კვერცხი 1 ჩ.ჭ. შაქარი 1 ს.კ. თაფლი 1 ჩ. ჭ. ფქვილი სოდა, ვანილი კრემი: 150 გრ. კარაქი 1 ქ. სგუშონი 1 ს.კ. ყავა, ვანილი 2-3 ბანანი 1 შოკოლადის ფილა გავაკეთებთ ცომს და დავასხამთ ცხიმწასმულ კალკიან ცხელ ჟარუნაზე. როდესაც გამოცხვება, ქაღალდი მალე უნდა მოვაცალოთ. (ცხვება ძალიან მალე). კრემის 2/3 წავუსვათ ბისკვიტს, ზედ დავალაგებთ სიგრძეზე დაჭრილ ბანანებს და გადავახვევთ. ზემოდან წავუსვათ დარჩენილი კრემი და დავახეხოთ შოკოლადის ფილა. გემრიელად მიირთვით. 
   
 
 
 

 
გენერლის კაპრიზი

გენერლის კაპრიზი ცომი: 8 კვერცხი 2 ჭ. შაქარი 2 ქილა არაჟანი 2 ჭ. და 2 ს.კოვზი ფქვილი სოდა, ვანილი 3 ს.კ. კაკაო კრემი: 1 ყუთი შესქელებული რძე 200 გრ. კარაქი 1 ქილა არაჟანი 12 ჭ. ნიგოზი 12 ჭ. ქიშმიში 4 კვერცხის გულისა და ერთი ჭ. შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ ერთი ქილა სოდიან ძმრიანი არაჟანი, ვანილი, ერთი ჭ. და 1 ს. კ. ფქვილი, ვასხავთ ცხიმწასმულ ცხელ ჟარუნაზე, ან ტორტის ქვაბში. მალე ცხვება. მეორე ფენაც იგივე, ოღონდ ვამატებთ კაკაოს. გამომცხვარი ნამცხვარი მაშინვე უნდა გადმოვიღოთ ფიცარზე. კრემი: 1 ცალი მოხარშული სგუშონს დავუმატოთ 200 გრ. კარაქი, 1 ქილა არაჟანი, დაჭრილი ნიგოზი, ქიშმიში და ვანილი. მინანქარი: 1 ჭ შაქარი, + 1 ს/კ კაკაო + 2 ს.კ. რძე + 50 გრამი კარაქი და ვანილი . გადმოვადუღოთ და ზემოდან მოვასხათ. მორჩენილი კვერცხის ცილისაგან შეიძლება გამოვაცხოთ ბეზე და ბისკვიტებს შორის მოვათავსოთ. გემრიელად მიირთვით.