Search site


salatebi

16/06/2009 22:00

ქათმის სალათა

მოხარშული ქათმის ხორცი 200გრ,სალათის ფოთოლი, კეჩუბი, მარილი, შავი პილპილი, მაიონეზი. მომზადება:ავიღოთ ქათმის ხორცი, დავჩეჩოთ წვრილად, +საშუალოდ დაჭრილი სალათის ფოთლები, ცოტა კეჩუბი, მარილი, პილპილი და მაიონეზი. ავურიოთ ნაზად და დავდოთ ლამაზად გაფორმებულ თეფშზე.მიირთვით გემრიელად.
 

ფილეს სალათი

დავჭრათ ფილე მოგრძო ნაჭრებად, მოვაყაროდ მარილი და მოვასხათ ლიმონის წვენი , შევწვათ კარაქში. ცალკე მოვხარშოთ სამი-ოთხი კვერცხი, ფილეს ნაჭრები და მოხარშული კვერცხები. ჩავაწყოთ წინასწარ ნივრით, სუნელებით, წიწაკით და მარილით შეზავებულ მაიონეზის წვენში. მზადდება სწრაფად და გემრიელია.
 

 
სიმინდის სალათა

ავიღოთ ერთი ბანკა სიმინდი.დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.დავუმატოთ კუბიკებად დაჭრილი კალბასი, შავი წიწაკა, მარილი გემოვნებით და მაიონეზი...
   
 
 
 


 
სალათა ნიკი

ავიღოთ 200 გრ მოხარშული ხორცი, ავკეპოთ..დავუმატოთ 200 გრ სოკო.დავუმატოთ 2 თავი მრგვალად დაჭრილი წითელი ბულგარული.დავუმატოთ 2 თავი ასევე მრგვალად დაჭრილი ხახვი.მარილი გემოვნებით და მაიონეზი...მიირთვით გემრიელად...
   
 
 
 

 
დომინიკი

200 გრამ მოხარშულ და გაჩეჩილ ძროხის ხორცს დავუმატოთ 1 ქილა დაჭრილი, დაკონსერვებული ქამა სოკო და 300 გრამი მაიონეზი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ქინძი. მარილი და პირპილი გემოვნებით. მიირთვით გემრიელად..
   
 


 
ზუფზუფა

მასალა:2 კიტრი, 1 ბროწეული, 2 პომიდორი,1 ქილა სიმინდი, ზეთის ხილი, ბარდა, ვაშლი, ჰოლანდიური ყველი, ვიჩინა,ძროხის ხორცი, მაიონეზი, ცერეცო და მწვანე ხახვი. მომზადება: წვრილად დავჭრათ კიტრი, ზეთის ხილი, მოვაყაროთ ბროწეული, სიმინდი, ბარდა, გრძლად დაჭრილი ჰოლანდიური ყველი, ვიჩინა, ძროხის ხორცი და ვაშლი, მოვაყაროთ მწვანე ხახვი და ცერეცო, მოვასხათ მაიონეზი და მივირთვათ.
   


 
კომბოსტო აფრიკულად

1 თავი კომბოსტო, 2 ცალი სტაფილო, 2 ცალი კარტოფილი, 1 თავი ხახვი, 2 ცალი ბულგარული. ავიღოთ 1 თავი კომბოსტო და დავჭრათ წვრილად, შემდეგ ჩავყაროთ ჯამში და დავასხათ ადუღებული წყალი, გავაჩეროთ 10 წუთი. მანამდე კი ავიღოთ 2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო, 2 ცალი კარტოფილი, დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთიან ტაფაზე. კარგად რომ მოითუშება, დავაყაროთ ზევიდან წვრილად დაჭრილი 1 თავი ხახვი და 2 ცალი ბულგარული და ავურიოთ. მოთუშვის შემდეგ მოვასხათ ტომატი, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით და გადმოვიღოთ ჯამზე. კომბოსტო უნდა გაიწუროს და მერე მოვათავსოთ ზეთიან ტაფაზე, ცოტათი რომ შეიბრაწება, მოვასხათ ჯამში გადაღებული მასა მთლიანად, ავურიოთ, მერე 5 წუთი გავაჩეროთ არც ისე მაღალ ცეცხლზე და მზად არის.
   
 


 
ჰოლანდიური სალათი

გრძლად დავჭრათ ჰოლანდიური ყველი, პიკული კიტრი, ვიჩინა და ვაშლი,დ ავუმატოთ მწვანე ხახვი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით და მოვასხათ მაიონეზი.
   
 
 
 
 
 
სამარხოც და სასარგებლოც

ინგრედიენტები: პატარა თავი კომბოსტო , საშვალო ზომის ჭარხალი,2ც სტაფილო, 3ც კარტოფილი, ქინძი, კამა, მწვანე ხახვი, პილპილი. დავჭრათ კომბოსტო რაც შეიძლება წვრილად. დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი მოხარშული ჭარხალი და კარტოფილი. დავახეხოთ მოხარშული სტაფილო, მოვაყაროთ ქინძი , პილპილი, მარილი, ახალი ხახვი და მოვასხათ ზეთი. კარგად ამოვურით და მივირთვათ გემრიელად , სასარგებლოა, სამარხოა და რაც მთავარია ძალიან გემრიელია. 
   
 
 
 

 
ბადრიჯნის სალათი

ერთი კილოგრამი ბადრიჟანი გავრეცხოთ, გავთალოთ და პატარა კუბიკებად დავჭრათ, ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ სამი თავი ხახვი, და მასში მოვშუშოთ გამზადებული ბადრიჟანი, შემდეგ გადმოვიღოთ სასალათეზე და გავაცივოთ. წვრილად დავჭრათ 5 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 3 ცალი წითელი პომიდორი, ყველი /რაოდენობა სურვილისამებრ/, 200 გრამი მოხარშული ძეხვი, ქინძი, ოხრახუში, ცერეცო თითო კონა, ეს მასალა მოვათავსოთ ერთად მოვასხათ მაიონეზი, მარილი და წიწაკა მივცეთ გემოვნებით, კარგად ამოვურიოთ და მივირთვათ.
   
 


 
უკრაინული სალათი

ავიღოთ ერთი ჩაის ჭიქა გარჩეული ბრინჯი, მოვხარშოთ ისე რომ არ ჩაიშალოს, გადავავლოთ ცივი წყალი და კარგად გავწუროთ. დავჭრათ წვრილად ერთი პატარა თავი კომბოსტო, ცალკე დავჭრათ ქინძი, ოხრახუში, ცერეცო, ბატკანი ხახვი, თითო კონა, ასევე წვრილად დავჭრათ ორი წითელი ბულგარული წიწაკა და ორი მწიფე პომიდორი, ეს ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში - მოვაყაროთ შავი პილპილი, მარილი გემოვნებით, ბოლოს მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ. ძალიან გემრიელია. 
   
 
 

 
სოკოს სალათა

1 ქილა მარინოვანი სოკო მოვშუშოთ ხახვთან ერთად. დავუმატოთ: 1 ჭიქა მოხარშული ბრინჯი, 3 ცალი მოხარშული, დაჭრილი კვერცხი, დაჭრილი ბულგარული წიწაკა, გახეხილი სტაფილო, 2 ცალი მოხარშული და დაჭრილი კარტოფილი, მწვანე ხახვი, შავი წიწაკა, მარილი, მაიონეზი და მოვურიოთ. მიირთვით!!!
   
 
 
 
სტაფილოს სალათა მაწვნით

გახეხილი სტაფილო მოვშუშოთ ზეთში. მოშუშვის შემდეგ დავუმატოთ მაწონში გახსნილი 3ც ნივრის კბილი. წითელი წიწაკა. წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. კამა.ნიახური მარილი.
   
 


 
ქათმის სალათა კიტრით და სოკოთი

მასალა: 500გ. ქათმის ფილე, 3-4 ცალი კიტრი, დაკონსერვებული სოკო (შამპინიონი), მაიონეზი ან არაჟანი 1 ქილა, სალათის ფოთოლი 1 კონა, კამა 1კონა. ქათმის ფილე მოვხარშოთ, დავჭრათ მოგრძო, პატარა ნაჭრებათ და ჩავყაროთ ჯამში. დავუმატოთ კუბიკებათ დაჭრილი კიტრი, თხლად დაჭრილი სოკო, სიგრძეზე დაჭრილი სალათის ფოთოლი, კამა, მარილი გემოვნებით, მოვასხათ მაიონეზი ან არაჟანი და აურიოთ კარგად.
   
 
 
 

სასარგებლო სალათი

ინგრედიენტები: პატარა თავი კომბოსტო, 2ც სტაფილო,4 კვერცხი, მწვანე ხახვი 1 კონა, 4ც კარტოფილი, მაიონეზი, კამა, პილპილი, წვრილად დავჭრათ კომბოსტო დავახეხოთ სტაფილო დავაჭრათ მოხარსჰული კარტოფილი დავაჭრათ კვერცხი სასურველ ფორმაზე,დავამატოდ კამა დავამატოთ პილპილი, მარილი,მაიონეზი და ახალი ხახვი . კარგად ამოვურიოთ და მივირთვათ გემრიელად.
   
 

 

 
სოკოს ყველიანი სალათი

200გრ. სოკოს მარინადი, 50გრ.ყველი, 1ც.მოხარშული კვერცხი, 4-5ს/კ დაკონსერვებული ბარდა, არაჟანი გემოვნებით. სოკოს მარინადი თუშფალანგზე გაწურეთ და სასალათეზე გადაიღეთ, გახეხეთ კვერცხი, მსხვილად გახეხეთ ყველიც და სოკოს დაამატეთ. ბარდას გადაავლეთ წყალი,შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს, მოასხით არაჟანი და ფრთხილად აურიეთ. მარილი გემოვნებით. 
   
 
 
 
 
 
ყვავილოვანი კომბოსტო ნიგვზით და ძმრით

1-1/2 კგ. კომბოსტო 200 გრ. ნიგოზი 100 გრ. ქინძი და ოხრახუში 3 ს.კ. ძმარი ყვავილოვანი კომბოსტო მოვხარშოთ მარილ-წყალში, დავჭრათ პატარა ნაწილებად, ცალ-ცალკე დავნაყოთ ქინძი და ოხრახუში, დანაყილი ნიგოზი აურიოთ ძმარში და შევაზაოთ.
   
 

 
ყვავილოვანი კომბოსტო არაჟნით და ყველით

1 კგ. ყვავილოვანი კომბოსტო 1 ჩ.ჭ. არაჟანი 200 გრ. ყველი ყვავილოვანი კომბოსტო მოვხარშოთ მარილ-წყალში, მოვასხათ 1 ჭიქა არაჟანი და აურიოთ ყველი (ნაკლებ მარილიანი).
   
 
 

 
თევზის სალათა

2 ცალი მოხარშული თევზი დავჭრათ წვრილად, დაუმატოთ 1-1/2ჭიქა მოხარშული ბრინჯი, 7 კვერცხი, ხახვი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მაიონეზი.
   
 
 

 
სოკოს სალათა ქათმით

მოხარშული სოკო (დაკონსერვებული) დავჭრათ წვრილად, დაუმატოთ მოხარშული ქათმის თეთრი ნაწილი, მოხარშული კვერცხის ცილა, ახალი ქინძი წვრილად დაჭრილი, ხახვი , მარილი, შავი პილპილი და მაიონეზი.
   
 
 

 
სიმინდის სალათა

მოხარშულ სიმინდს დაუმატოთ წითელი ბულგარული, 2-3 ცალი მწვანე ხახვი, ქინძი, ოხრახუში, წვრილად დაჭრილი კომბოსტო, მარილი, მაიონეზი ვიჩინა.
   
 
 

 
ცელქი წიწილა

მოხარშული ქათმის ხორცი დავჩეჩოთ, დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, წვრილად დაჭრილი მჟავე ფორთოხალი, 1/2 დანაყილი ნიგოზი, მარილი, დამბალი ქიშმიში, მაიონეზი.
   
 
 
საქონლის გულის სალათა

საქონლის გული მოვხარშოთ კარგად, გავაციოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, დავახეხოთ ცოცხალი სტაფილო და მოხარშული კვერცხი, მწვანე ხახვი, ძველი ხახვი, შავი პილპილი და მაიონეზი.
   
 
 
ჟულიენი

სოკო დავჭრათ ძალიან წვრილად და შევწვათ ცოტა ზეთში, ცალკე მოვშუშოთ ხახვი, საცერზე გავხეხოთ კვერცხი, დაჭრილი კიტრის მწნილი, მაიონეზი, ცოტა არაჟანი, კამა წვრილად დაჭრილი, შეგიძლიათ დახეხილი ყველიც.
   
 

 
თევზის სალათი

მოვხარშოთ სამი-ოთხი მოზრდილი თავი კარტოფილი დავჭრათ კუბებად, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი, შემდეგ ფენად 2-3 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ შებოლილი თევზი წვრილად დაქუცმაცებული . მოვასხათ მაიონეზი, შემდეგ ისევ კარტოფილი და ასე შემდეგ. ბოლო ფენა მაიონეზზე ზემოდან წვრილად დაჭრილი კამა და მოვრთოდ ზეთის ხილით.
   
 


 
ინგლისური სალათა

3-4 ცალი კარტოფილი-მოხარშული-კუბიკებად დაჭრილი, 3-4 ცალი სტაფილო-მოხარშული-კუბიკებად დაჭრილი, 3-4 ცალი კვერცხი-მოხარშული-გრძლად დაჭრილი. 200-250გრ.ვიჩინა ან დოკტორსკი-კუბიკებად დაჭრილი. პატარა ქილა გაროხი, პატარა ქილა სოკო, პატარა ქილა სიმინდი, 2ცალი რედისკა-ჩახეხილი, 1კონა სალათის ფურცელი,1 კონა მწვანე ხახვი, 1 კონა უკროპი- დაჭრილი, შავი პილპილი ,მაიონეზი. ყველაფერი ერთმანეთში აურიოთ და გემრიელად მივირთვათ. 
   
 
 
 

 
პიკანტური სალათი

წვრილად დავჭრათ მოხარშული ქათმის ხორცი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სალათის ფოთლები, მოშუშული ხახვი, კამა, ქინძი, პილპილი, ბროწეული, 1კბ. ნიორი, მაიონეზი და მარილი გემოვნებით. მიირთვით გემრიელად!
   
 
 
 

 
ბრინჯი ჩინურად

მოვხარშოთ ბრინჯი მარილწყალში, გადავავლოთ ცივი წყალი და გავაჩეროთ ცოტა ხნით რომ დაიწუროს, მანამდე ზეთში მოვხრაკოთ გახეხილი სტაფილო, დავასხათ ათქვეფილი კვერცხი და მოვურიოთ რომ დანაწევრდეს, შემდეგ დავაყაროთ მოხარშული ბრინჯი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. გემრიელად მიირთვით
   
 

 
საქონლის ხორცის სალათა

ავიღოთ 1კგ.საქონლის ხორცი, მოვხარშოთ და დავჭრათ წვრილად და გრძლად. ცალკე ავიღოთ 4-5საშუალო ზომის წითელი ხახვი, დავჭრათ ალყა-ალყა და ჩავდოთ წინასწარ მომზადებულ ძმრისა და წყლის ნაზავში (ძმარი უნდა ჭარბობდეს) დაუმატოთ წითელი ჭარხლის წვენი და დავდგათ 12 სთ. როცა ხახვი გაწითლდება გადავწუროთ და ცოტა მოვწუროთ, აურიოთ მოხარშულ ხორცში, დაუმატოთ მაიონეზი, პილპილი და მარილი.
   
 
 

 
სოკოს სალათი

ჯამში ჩავყაროთ 200 გრ წვრილად დაჭრილი სოკო(რჩევა:ერიდეთ შხამიანს),დავამატოთ 100 გრ კვადრატულად დაჭრილი ბულგარული წიწაკა(რჩევა: წითელი უკეთესია),შემდეგ გავხეხოთ სტაფილო და მოვაყაროთ ზემოდან,ეს ინგრედიენტები კარგად აურიოდ ერთმანეთში და მოვაყაროდ წვრილად დაჭრილი მწვანილები და ზემოდან მოვაყაროთ .შემდეგ მოვასხათ მაიონეზი და მივირთვათ. ძალიან გემრიელია